1. პროექტის სახელი: ,,რა ვიცით ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ?!"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ. ამზადებენ პრეზენტაციას და პროექტორის დახმარებით უჩვენებენ ფოტო და ვიდეო მასალას. 3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ ნობელის პრემიის ლაურეატებს;
Ø ეცნობიან და მსჯელობენ ნობელის პრემიის ლაურეატების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ;
Ø მსჯელობენ ნობელის პრემიის მნიშვნელობაზე;
Ø მსჯელობენ მშვიდობის დაცვის საკითხში ადამიანების როლის შესახებ;
Ø ეძებენ ინტერნეტში მასალებს (ფოტო, აუდიო, ვიდეო) ნობელის პრემიის ლაურეატრების შესახებ;
Ø ამზადებენ პრეზენტაციას მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით;
4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა,ინდივიდუალური მუშაობა, პრეზენტაცია;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
გაეცნობიან მეცნიერებს საბუნებისმეტყველო სფეროში და მათ მიღწევებს;
გაეცნობიან ნობელის პრემიის ლაურეატებს მსოფლიო ლიტერატურის სფეროში;
გაიგებენ, როგორ იბრძოდნენ და იბრძვიან ადამიანები მშვიდობის განმტკიცებისათვის და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მსოფლიოში.
ამ პროექტით მოხდებოდა ინტეგრირება რამდენიმე საგნის: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ლიტერატურა, ისტორია, სამოქალაქო განათლე ბა; 8. სარგებელი სხვებისათვის: მოისმენენ, გაიგებენ, დაინტერესდებიან ამ ინფორმაციით; 9. სამუშაო ენა: ქართული; 10. მონაწილეობა სხვა სკოლებიდან: – 11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოქ. X. 2. განსაზღვრავს საკუთარ ადგილსა და მნიშვნელობას საზოგადოებაში;
მოქ.. X. 4. შეისწავლის და აანალიზებს თანამედროვე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და პროცესებს;
მოქ.. X. 6. თანამშრომლობს თანატოლებთან დამოზრდილებთან საერთო ინტერესების განსახორციელებლად.
ისტორია. X. 1. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
ისტორია. X. 3. გეგმავსდა ატარებს ისტორიულ კვლევას.
ქართ.X. 1 მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში
იყენებს კლავიატურას,შეტანისა და გამოტანის მოწყობილობებს; (1)
ამოიცნობს და გამოჰყოფს თანამედროვე და მოწინავე ისტ–ის შესაძლებლობებს, მათი გამოყენების ფარგლებს, შეარჩევს ისტ–ის საშუალებებიდან შესაბამისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირადი ან სასწავლო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე.(2)